“მარიტას სახელობის ბაღი გავაშენოთ და მარტო ბროწეულები დავრგოთ!..” – მამა პეტრეს ინიციატივა

მსახიობ ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებამ მთელი საქართველო შეძრა.

მის გარდაცვალებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებშიც. მამა პეტრე კი მარიტას სახელობის ბაღის გაშენების ინიციატივით გამოდის,

“გთხოვთ, ვინც მეთანხმება გააზიარეთ და ჩვენი სახსრებით შევძლებთ… თუნდაც პატარძეულში…

მარიტას სახელობის ბაღი გავაშენოთ და მარტო ბროწეულები დავრგოთ!..” – წერს მამა პეტრე ფეისბუკზე.

მანამ ლიკა ქავჟარაძის ხსოვნას ლექსიც მიუძღვნა:

მ ა რ ი ტ ა

კი არ მოკვდა, ბროწეული გაიხლიჩა,
ოქტომბერში ბროწეულმა ასე იცის…
და სიყვარულს ტალახის ქვეშ მაინც იცავს,
შეცდომებზე მეტი არის დანაკლისი…

ამ სოფელმა სილამაზე ვერ დაიცვა,
წვიმა არა , ეს მარიტას ცრემლებია…
დაამძიმა ციციკორემ დედამიწა,
და სხვებიც თავს ციციკორეს ევლებიან…

არ სჭირდება ღმერთს ასეთი სამართალი,
და შიშისგან ჩრდილებიც კი ჩერდებიან…
ისე გვემეს, უიმედოდ ავად არის,
სისხლი არა, ბროწეულის წვეთებია…

banner
წინა სტატიაში,,ნუ აჩენენ ლარის გაუფასურების შესახებ ცრუ მოლოდინს”-კაკაურიძე ოპოზიციას მიმართავს
შემდეგი სტატიასოხუმში დაუდგენელი პირები პალმებს წვავენ