მარილის ფალსიფიკაციის ფაქტზე 3 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საკვები პროდუქტის ფალსიფიკაციის ფაქტზე, 3 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები ფალსიფიცირებული მარილის რეალიზაციას ახდენდნენ. კერძოდ, ბრალდებულები აფასოებდნენ არაიოდიზირებულ მარილს და საცალო ბაზარზე მოტყუებით ასაღებდნენ, როგორც იოდიზირებულ პროდუქტს.

დანაშაული სასჯელის სახით 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაში“რუსთავი 2”-მა არ ინერვიულოს, “ნაციონალები” არ იქნებიან ჩვენ სიაში“ – ზურაბ ტყემალაძე
შემდეგი სტატია„დელეგაცია დაინტერესდა საქართველოს პრეზიდენტის მოსაზრებებით, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით“