მარიცაზე მომხდარი ტრაგედიის ერთადერთი მოწმე euronews ესაუბრა

გასულ კვირას, იმ რვა ადამიანისგან რომლებიც თურქეთიდან მდინარე მარიცას გავლით საბერძნეთში გაქცევას ცდილობდნენ მხოლოდ ერთი ადამიანი გადარჩა. ტრაგედიისგან გადარჩენილი ერთადერთი მოწმე ფათიჰ იაშარი euronews ესაუბრა.
გასულ კვირას, იმ რვა ადამიანისგან რომლებიც თურქეთიდან მდინარე მარიცას გავლით საბერძნეთში გაქცევას ცდილობდნენ მხოლოდ ერთი ადამიანი გადარჩა. სამი მათგანის ცხედარი იპოვეს, დანარჩენი ოთხი ადამიანის კვალს კი ჯერ კიდევ მიაგნეს.
ნავში მყოფების ვინაობა პასპორტების მეშვეობით მოკლე დროში დადგინდა. უღურ და აიშე აბდურრეზაკების წყვილი რომლებსაც თან ახლდათ მათი ორი შვილი ჰალილ მუნირი (3) და აბდულკადირ ენესი (11). ასევე, მათთან ერთად იყვნენ ფაჰრეთინ და ასლი დოღანის წყვილი და მათი მცირეწლოვანი შვილი იბრაჰიმ სელიმი (2.5).
Euronews-ის კორესპონდენტი მიხალის არამპატოგლოუ, ტრაგედიისგან ცოცხლად გადარჩენილ ერთადერთ ადამიანს ფათიჰ იაშარს ათენში შეხვდა. 35 წლის იაშარი, გიულენის მოძრაობის წევრობის ბრალდებით 14 თვიანი პატიმრობის შემდეგ გასული წლის ნოემბერში გაათავისუფლეს.
იაშარის სასამართლო პროცესი ისევ მიმდინარეობს, მაგრამ მას თურქეთის დატოვების გადაწყვეტილება მიუღია.
იაშარის თქმით, ცივი ამინდის და დინების გამო ცურვა შეუძლებელი ხდებოდა.
″ისედაც ყველაფერი უცებ მოხდა, მე ბევრ რამეს ვერც კი ვაცნობიერებდი. როდესაც წყალში ჩავარდით, თითქოს წყალი ისარივით მოგვხვდა. იმდენად ცივი ჰავა იყო, რომ ვერც კი ვმოძრაობდი, ისეთი ცივი წყალი იყო რომ მისი გაძლებაც კი შეუძლებელი იყო და რამდენჯერმე წყალი გადავყლაპე. როდესაც ნავი ამოტრიალდა და წყალში ჩავარდით მხოლოდ ის გავიგე რომ ვიღაცა ″ალლაჰს″ იძახდა. ამის შემდეგ ჩვენთვის ცოცხლად გადარჩენის ბრძოლა დაიწყო მაგრამ დინება იმდენად ძლიერი იყო რომ გვითრევდა. თავდაპირველად რაღაცის გაკეთებას ვცდილობდი და იმ მომენტში მარცხენა ხელზე პატარა ხის ტოტი მომხვდა, მარჯვენა ხელზე კი ან აბდურრეზაკი ანდა ფაჰრეთინ მასწავლებელი მეჭიდებოდა, წყალი მითრევდა ამიტომ სახე ვერ დავინახე″, – ყვება ფათიჰ იაშარი.
მისივე თქმით, ყველაზე მეტად გული იმაზე ტკივა რომ ვერცერთი ბავშვის გადარჩენა ვერ შეძლო. ″როგორც ჩემი შვილები ისე მიყვარდა ეს ბავშვები და ამის გამო ძალიან ბევრს ვტირი, იქამდე მოყვანილი ბავშვები რომ დავკარგე ძალიან ვინერვიულე″,-ამბობს იაშარი.
ნაპოვნი სამი გარდაცვლილი როგორც დადგინდა აიშე აბდურრეზაკი და მისი ვაჟი აბდულკადირ ენესი და იბრაჰიმ სელიმ დოღანი არიან. ცხედრები რომლებიც აბდურრეზაკის ოჯახს ეკუთვნოდა ქალაქ ბალიქესირში დაკრძალეს.
ფათიჰ იაშარის თქმით, მის მიმართ განხორციელებული ზეწოლის გამო იძულებული გახდა რომ სახლი მიეტოვებინა. ″ადამიანები იძულებულები არიან საკუთარი სამშობლო მიატოვონ. ოჯახებს, ბავშვებს ლამის წყალში, ცეცხლში აგდებენ. მე მინდა ადამიანებმა გაიგონ იმის მიზეზები, თუ რატომ ვცდილობთ გაქცეთ სამშობლოდან ან რა გვიბიძგებს ამის გაკეთებისკენ″, – აღნიშნავს ფათიჰ იაშარი.

banner
წინა სტატიაში“ევროპული საქართველო” ფინანსთა მინისტრს პარლამენტში იბარებს
შემდეგი სტატიააშშ-ის ელჩი იან კელი საქართველოს ტოვებს