მარიამ გერსამიას გათავისუფლების თაობაზე უნივერსიტეტის რექტორმა განმარტება გააკეთა

პროფესორ მარიამ გერსამიას თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა. ლადო პაპავას განცხადებით, საკითხს უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტამენტი და შიდა აუდიტი სწვლობს.

„ჩემთვის ყველაზე მიუღებელია, რომ ასისტენტი პროფესორი ხელმძღვანელობდეს პროფესორებს და ასოცირებულ პროფესორებს. ეს საუნივერსიტეტო სივრცეში უბრალოდ კურიოზია,“ – აცხადებს ლადო პაპავა.

ამავე თემაზე კომენტარი განათლების მინისტრმაც გააკეთა. თამარ სანიკიძის თქმით, უნივერსიტეტი დამოუკიდებელი ავტონომიური დაწესებულებაა და სამინისტრო შიდა საკითხებში არ ერევა.

მასობრივი კომუნიკაციებისა და ჟურნალისტიკის პროგრამის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გუშინ გაათავისუფლეს.

banner
წინა სტატიაშიკოალიცია, რომელიც ივანიშვილმა შექმნა, ისევ მისი ხელმძღვანელობით მიიღებს 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობას
შემდეგი სტატიაგიორგი ოქროპირიძე მოწმეების დაკითხვას სიცურის დეტექტორით ითხოვს