მარია გაიდარი: “მიშა მალე მამა გახდება”

მარია გაიდარი:

მარია გაიდარი: "მიშა მალე მამა გახდება"ოდესის გუბერნატორის მოადგილე მარია გაიდარი მალე დედა გახდება – ამის შესახებ მან რადიოგადაცემა “ქალი და მამაკაცის” ეთერში ილაპარაკა – ინფორმაციას რადიო “ვესტის” (უკრაინას) წამყვანი ანდრეი განაპოლსკი ავრცელებს. “მარიას არ დაუმალავს, რომ ორსულობის მე-5 თვეშია და რომ “ოდესელების პატარა გუბერნატორს” ელოდება, რომლის მამა მხარის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილია. მარია გაიდარის თქმით “მიშა მშვენიერი მამა იქნება და ის ძალიან გახარებულია მომავალი ბეიბის გამო, რომლის სქესსაც არაფრით გეტყვით და არ შეეცადოთ, რომ დამტყუოთ”.

მარია გაიდარი ტოქსიკოზს უჩიოდა, ასევე იმას, რომ მოწევას თავი ვერ დაანება. შეკითხვაზე, მიხეილ სააკაშვილთან ქორწინებას გააფორმებენ თუ არა, გაიდარმა უპასუხა, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

ინფორმცია რუსულმა მედიამ გაავრცელა და ის უკრაინული წყაროებით არ დასტურდება.

banner
წინა სტატიაშიდღეს ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრობის კანდიდატს დაასახელებს
შემდეგი სტატია,,დაეშ-მა,, საკუთარი 50 მეომარი დახოცა…