მარგველაშვილი ვერ მოუგებს ნამდვილად – ენძელა მაჭავარიანი პრეზიდენტობის კანდიდატად ივანიშვილის შესაძლო კანდიდატურას აფასებს

„მე ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას პოლიტიკაში ნებისმიერ დროს ვისურვებდი,“ – ასე აფასებს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ენძელა მაჭავარიანი პრეზიდენტობის კანდიდატად ბიძინა ივანიშვილის შესაძლო დასახელებას.

ენძელა მაჭავარიანი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატად კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურაზე არ უფიქრია.

„მე არ ვთვლი, რომ საქართველოს პრეზიდენტად მაინც და მაინც, დიდი პოლიტიკოსი არის ამისთვის საჭირო, რა უფლებებიც დღეს აქვს საქართველოს პრეზიდენტს… მარგველაშვილი ვერ მოუგებს ნამდვილად,“ – განაცხადა ენძელა მაჭავარიანმა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი შინაპატიმრობა შეეფარდა (+ვიდეო)
შემდეგი სტატიაგიორგი კანდელაკმა სტრასბურგში გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი დააყენა