მარგველაშვილი დონალდ ტუსკს ევროპული საბჭოს პრეზიდენტად ხელმეორედ არჩევას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი მზად არის რუსეთის პრეზიდენტს შეხვდეს

გიორგი მარგველაშვილი დონალდ ტუსკს ევროპული საბჭოს პრეზიდენტად ხელმეორედ არჩევას ულოცავს
ძვირფასო დონალდ,
მსურს გულითადად მოგილოცოთ ევროპული საბჭოს პრეზიდენტად ხელმეორედ არჩევა. ევროკავშირის ქვეყნებმა თქვენ კიდევ ერთხელ დაგაკისრეს უაღრესად საპატიო და საპასუხიმგებლო მისია, როგორც უაღრესად გამოცდილ და გამჭრიახ პოლიტიკოსს. თქვენ განსაკუთრებით რთულ და ცვალებად სამყაროში გიწევთ მოღვაწეობა. დღეს ჩვენი საერთო ევროპული ოჯახი მრავალი გამოწვევის წინაშეა. დარწმუნებული ვარ რომ თქვენი გამოცდილება, შემართება, პრინციპულობა და შორსმჭრეტველობა განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს როგორც არსებული პრობლემების მოგვარებაში, ასევე ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის იდეის განხორციელებაში.
მინდა აქვე ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაგიხადოთ ჩემი ქვეყნის სუვერინეტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციაში ხელშეწყობისათვის. მინდა ასევე განსაკუთრებული მადლიერებით აღვნიშნო ის როლი, რომელიც თქვენ, როგორც ევროკავშირის პრეზიდენტმა შეასრულეთ საქართველოს მოქალაქეთათვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის საკითხის გადაწყვეტაში.
მე კვლავაც დიდი იმედითა ვუყურებ თქვენთან შემდგომი თანამშრომლობას. მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ ახალი ინიციატივების რეალიზებას ჩვენი საერთო ევროპული კეთილდღეობისათვის. მინდა მოგიწვიოთ საქართველოში ოფოციალური ვიზიტით. თქვენი ჩამობრძანება იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველო-ევროკავშირის ახალი ერთობლივი წამოწყებების რეალიზაციისათვის.
წრფელი პატივისცემით კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ უაღრესად საპატიო პოსტზე არჩევას და გისურვებთ წარმატებებს თქვენს შემდგომ საქმიანობაში.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.

banner
წინა სტატიაშიაშშ-მ რუსეთში ელჩად იუტას შტატის ექს-გუბერნატორი დანიშნა
შემდეგი სტატიაამ წუთებში გავრცელდა სინოდის სხდომის განჩინება