მარადონა არგენტინის ნაკრების ვარჯიშზე დაშვებას ითხოვს

მსოფლიო ჩემპიონი და არგენტინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი დიეგო მარადონა სამხრეთამერიკული გუნდის ვარჯიშზე დაშვებას ითხოვს – The Mirror-ი წერს. “მინდა ფეხბურთელებს დაველაპარაკო, რომ გაიგონ რას ნიშნავს ეროვნული გუნდის მაისურის ჩაცმა” – 57 წლის მარადონამ თქვა. მან გაიხსენა, რომ თვითონ თამაშებზე სრულიად იყო ჩართული.

16 ივნისს ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩზე, სადაც არგენტინა ისლანდიის წინააღმდეგ გამოდიოდა, მარადონამ არგენტინის მოთამაშეები გააკრიტიკა. “მოთამაშეებს არ ვამტყუნებ, მატჩისთვის მზადება არ ყოფილა საკმარისი, იმიტომ, რომ ის საერთოს არ ყოფილა” – თქვა ფეხბურთის ლეგენდამ.
21 ივნისს არგენტინის ნაკრებმა ხორვატიასთან თამაშში 3:0 წააგო.

banner
წინა სტატიაში„ოცნების“ პრემიერ-მინისტრობის და პრეზიდენტობის კანდიდატები საერთაშორისო სკანდალში ეხვევიან?!
შემდეგი სტატიაეთიოპიის დედაქალაქში პრემიერის გამოსვლის დროს აფეთქება მოხდა