მარადიდის ტყეში 4 უცხოელის ცხედარია ნაპოვნი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდის ტყეში 4 უცხოელის ცხედარი აღმოაჩინეს.  აჭარის სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ცხედრები თოვლში იპოვეს.

მათივე ცნობით, ბათუმის პროზექტურაში ცხედრების ამოსასაცნობად გადასვენებას დიდთოვლობა უშლის ხელს.

ცნობილია, რომ ოთხივე ცხედარი ტყეში მონადირეებმა იპოვეს. ცხედრები თურქეთის საზღვართან 5 კილომეტრში აღმოაჩინეს.

შსს-ს ინფორმაციით მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაა აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილი: საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შესული განცხადებების 95%-ს პასუხი გაეცა
შემდეგი სტატია“გასულ წელთან შედარებით სავაჭრო ბრუნვისა და ინვესტიციების თვალსაზრისით სოლიდური ზრდა გვაქვს”