მაქვს მონაცემები იმისთვის, რომ ომბუდსმენის პოზიციაზე შევძლო ქვეყნისა და მოქალაქეების ინტერესების დაცვა

ვფიქრობ, მაქვს მონაცემები იმისთვის, რომ სახალხო დამცველის პოზიციაზე შევძლო ქვეყნისა და ამ ქვეყნის მოქალაქეების ინტერესების დაცვა – აცხადებს საია-ს თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი. მისი თქმით, პოლიტიკურ აქტორებთან კონსულტაციები ჯერჯერობით არ ყოფილა.

“მე ვთვლი, რომ ჩემი გამოცდილებითა და ცოდნით შევძლებ პასუხი გავცე ამ გამოწვვევას, რადგან ეს მართლაც საპასუხისმგებლო პოზიციაა და უმნიშნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტია. თუ იქნება შესაბამისი შემოთავაზება, ვფიქრობ, რომ მაქვს მონაცემები იმისთვის, რომ ამ პოზიციაზე შევძლო ქვეყნისა და ამ ქვეყნის მოქალაქეების ინტერესების დაცვა.

ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ლოგიკურ საფუძველს, რატომ შეიძლება მმართველმა პარტიამ თქვას უარი არა მხოლოდ ჩემზე, არამედ ნებისმიერ გამოცდილ და საზოგადოების სხვადასხვა წრეებში ნდობით მოსარგებლე ადამიანებზე. ვფიქრობ, რომ სახალხო დამცველი სწორედ ამ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს. ასევე არ ვფიქრობ, რომ მხოლოდ ერთი კანდიდატი აკმაყოფილებს საქართველოში ამ მოცემულობას, ნამდვილად ბევრი ღირსეული ადამიანია” , – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მისივე თქმით, სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი გამჭვირვალე უნდა იყოს.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძემ თბილისის რაიონის გამგებლები წარადგინა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე : გამგებლებს ჩემი მხარდაჭერა ექნებათ, მაგრამ ვიქნები ძალიან მომთხოვნი