მაქსიმ შევჩენკოს სოციალურ ქსელ facebook-ის ადმინისტრაციამ პირადი ექაუნთი დაუხურა

ცნობილ რუს ჟურნალისტს, მაქსიმ შევჩენკოს სოციალურ ქსელ facebook-ის ადმინისტრაციამ პირადი ექაუნთი დაუხურა.

„ჩემი პირადი “ფეისბუქ” გვერდი, სადაც 5 ათასი მეგობარი და 65 ათასი გამომწერი მყავდა, უბრალოდ აიღეს და გააუქმეს. არავის გავუფრთხილებივარ და არც მიზეზი უთქვამთ.“ – აღნიშნა შევჩენკომ “ტვიტერის” მეშვეობით.
მაქსიმ შევჩენკო არაერთხელ არის შემჩნეული ანტისემიტური განცხადებების გაკეთებაში. ასევე ცნობილია, მისი პროარაბული პოზიციაც.
2011 წელს მან განაცხადა, რომ „დადგება დრო, როდესაც ებრაელები პალესტინელებს გაზის კამერებში ჩასვამენ, ამიტომ არაბული სამყარო პალესტინელი ერის გვერდით უნდა დადგეს.“
ასევე, “ეხო მოსკვის” ეთერში მან “ნაცისტი” უწოდა ებრაელ მწერალს დინა რუბინას.

banner
წინა სტატიაშიქვეყანაში არის ძალაუფლების უზურპაცია ძალოვანების მხრიდან
შემდეგი სტატიატრამპმა მერკელს ნატოს მომსახურებისთვის 300 მილიარდი მოსთხოვა