მანჩესტერში მომხდარი აფეთქების გამო საარჩევნო კამპანია შეაჩერა შოტლანდიის ნაციონალურმა პარტიამ. „ჩვენი ფიქრები მანჩესტერელებთან ერთადაა, ჩვენ დღეს აღარ გავმართავთ წინასაარჩევნო მანიფესტს“ ასეთი განცხადება გაავრცელეს Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე პარტიის წევრებმა.
საარჩევნო კამპანია შეწყვიტა დიდი ბრიტანეთის მმართველმა პარტიამაც. პრემიერის, ტერეზა მეის განცხადებით, ხელისუფლება მანჩესტერში აფეთქების დეტალების დადგენაზე მუშაობს. „ვმუშაობთ, რომ მივიღოთ სრული ინფორმაცია იმაზე, რასაც პოლიცია ტერორისტულ აქტად თვლის. ჩვენი ფიქრები არის დაღუპულებთან, დაშავებულებთან და მათ ოჯახებთან”, – ამბობს ტერეზა მეი.