მანანა კობახიძის ინფორმაციით, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა “ნაციონალურ მოძრაობას“ ცალკე შეხვედრაზე უარი უთხრა

rezonansi

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ხვალ სტრასბურგში ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება. მანანა კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ მინისტრთან ცალკე შეხვედრას ითხოვდა.

„როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მასთან ცალკე შეხვედრის ინიციატივა გამოუხატავს „ნაციონალურ მოძრაობას“, რაზეც მინისტრმა განაცხადა, რომ თუ შეხვდებოდა, მხოლოდ მთლიან დელეგაციას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და დიპლომატიური ჟესტია.“- განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, მისთვის უცნობია, რისი თქმა სურდათ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მინისტრისთვის.

banner
წინა სტატიაში“სახეზეა საქართველოს წინააღმდეგ ძალიან საეჭვო თანამშრომლობა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ჯოზეფ დოლს შორის”
შემდეგი სტატია“აღნიშნული პიროვნება სუს-ის თანამშრომელი არასდროს არ ყოფილა”