მანანა კობახიძე: უშიშროების მდივანზე პასუხისმგებლობას პრეზიდენტი იღებს

„ქართული ოცნების“ წევრი მანანა კობახიძე უშიშროების საბჭოს ახალ მდივანს პოსტზე დანიშვნას ულოცავს. მისი თქმით, ის არ იცნობს დავით რაქვიაშვილს, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ ის ქვეყნის უშიშროების საკითხებში ერკვევა.

„პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება ალბათ მისი ბიოგრაფიის, მისი გამოცდილების, მისი წარსულის შედეგია. მე ვერ გეტყვით, მას არ ვიცნობ, თუმცა ალბათ შესაბამისად თავისი ცოდნით, თუ გამოცდილებით ერკვევა ქვეყნის უშიშროების ძალიან მნიშვნელოვან საკითხებში. რაც ქვეყნის უშიშროებას, მის თავდაცვისუნარიანობას ეხება და რაც ამ ორგანოს საქმიანობას და კომპეტენციებს ეხება. ეს არის პრეზიდენტის კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილება, ეს მისი გადასაწყვეტია და რა თქმა უნდა ამ პირზეც პასუხისმგებლობას პრეზიდენტი იღებს“,- განაცხადა მანანა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიმანანა კობახიძე: სანდრა რულოვსის მხრიდან კანდიდატურის მოხსნა, მის მიერ დამარცხების აღიარებაა
შემდეგი სტატიაგიგი წერეთელი საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას იწონებს