მანანა კობახიძე: წყენას ადგილი არ ჰქონია… ჯერ მიმდინარეობს კონსულტაციები

არავითარ წყენას ადგილი არ აქვს, – აცხადებს მანანა კობახიძე. კობახიძით თქმით, მან ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავების თაობაზე მმართველი გუნდისგან შეთავაზება მიიღო, თუმცა გადაწყვეტილება არ მიუღია და კონსულტაციები გრძელდება.

„შეთავაზება მივიღე, ვადასტურებ, მაგრამ ჩემგან ეს საკითხი არ არის დადასტურებული. კონსულტაციები გრძელდება. არავითარ წყენას ადგილი არ აქვს. ვმუშაობთ ჩვეულებრივ რეჟიმში, ყოველგვარი ქვეტექსტების გარეშე. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ძალიან შემართებით იმისთვის, რომ შეუდგეს პარლამენტი საქმიანობას“, – განაცხადა კობახიძემ „რუსთავი 2“-თან საუბრისას.

banner
წინა სტატიაში“2010 წლის აგვისტოში მიღებული დავალებით ბიზნესმენი თამაზ ნიჟარაძე 24 საათი უნდა გვეკონტროლებინა”
შემდეგი სტატიაევროპარლამენტარი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაჩქარებას მოითხოვს