მანანა კობახიძე: საქართველო არის სამაგალითო ევროპული არჩევანის მქონე ქვეყანა მთელს რეგიონში

ჩვენი ქვეყანა არის სამაგალითო ევროპული არჩევანის მქონე ქვეყანა მთელს რეგიონში და აქ არის საუბარი არამხოლოდ სამხრეთ კავკასიაზე, არამედ მთლიანად აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მანანა კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მანანა კობახიძემ აღნიშნა, პარლამენტის დარბაზში ხშირად ისმის ოპოზიციისგან განცხადებები, რომელიც რეალობასთან არავითარ კავშირში არ არის.

„ოპოზიციონერი დეპუტატები იმ აპოკალიპტურ სურათს ვუყურებთ, რომელსაც ისინი ხატავენ. სწორედ ამ ფონზე მინდა ვისაუბრო გზავნილებზე, რომელიც ჩვენმა პარტნიორებმა და კოლეგებმა ევროპარლამენტის ასამბლეაში, კერძოდ მუდმივმოქმედ კომიტეტზე გააკეთეს 25 ნოემბერს. განცხადების მიხედვით, ჩვენი ქვეყანა არის სამაგალითო ევროპული არჩევანის მქონე ქვეყანა მთელს რეგიონში და აქ არის საუბარი არამხოლოდ სამხრეთ კავკასიაზე, არამედ მთლიანად აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონზე. იქ ყველაზე კრიტიკულად განწყობილი დეპუტატები სახალხო პარტიიდან ძალიან მაღალ შეფასებას აძლევენ ჩატარებულ არჩევნებს და კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ 2016 წლის არჩევნები იყო ყველაზე დემოკრატიული და მშვიდობიანი არჩევნები ვიდრე ოდესმე ჩატარებულა. ეს შეფასებები არ არის ზერელე და ეს არის მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის ევროპული კურსის. მინდა, ამ ფონზე მოვუწოდო ოპოზიციას, რომელიც პარლამენტშია წარდგენილი და რომელიც დარბაზს გარეთაა, იქნებ დავასრულოთ არაფრისთქმელი დისკუსია არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით”, – განაცხადა მანანა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაში“ამას ჰქვია საოკუპაციო რეჟიმის ლიბერალიზაცია” – ხოშტარია კანონში შესატან ცვლილებებზე
შემდეგი სტატიარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში რეორგანიზაცია გამოცხადდა