„მანანა კობახიძე პრინციპული ადამიანია“ – ზაქარია ქუცნაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოში მანანა კობახიძის კანდიდატურის წარდგენის საკითხთან დაკავშირებით, უმრავლესობის განწყობა დადებითია.

”საერთოდ პიროვნება არის ან კანონმორჩილი და პრინციპული, ან მედროვე და კანონის მიმართ აგდებული დამოკიდებულების მქონე. მანანა კობახიძე პრინციპული ადამიანია და მისი საზოგადოებრივ-პოლიტიკური კარიერა პროფესიული საქმიანობის გაგრძელებაში ხელის შემშლელი გარემოება არ უნდა გახდეს. არავის არ აქვს უფლება ამ ნიშნით შეზღუდოს ადამიანი, გააგრძელოს მან მუშაობა და პროფესიული საქმიანობა სასამართლო სისტემაში”, – განუცხადა ჟურნალისტებს ზაქარია ქუცნაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“სრულიად დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები დარჩება მტკიცე”
შემდეგი სტატიასაია პარლამენტს მოუწოდებს, საჯარო დაწესებულებებში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესზე კონტროლი განახორციელოს