მანანა კობახიძე პრეზიდენტის დაკითხვას აუცილებლად მიიჩნევს

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის შეფასებით, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა

მანანა კობახიძე აცხადებს, რომ შეწყალების საკითხთან დაკავშირებით თუკი პრეზიდენტს რაიმე ინფორმაცია აქვს, მისი დაკითხვა აუცილებელია. ამის შესახებ კობახიძემ ცოტა ხნის წინ განაცხადა.

მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ თუკი პრეზიდენტს ჰქონდა ინფორმაცია, რომ შესაძლო კორუფციაში მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ ჩართულები, მაშინ მისი მხრიდან რეაგირება აუცილებლად უნდა მომხდარიყო.

პარლამენტის ვიცესპიკერმა ალეკო ელისაშვილზეც მცირე კომენტარი გააკეთა. მანანა კობახიძის თქმით, ელისაშვილს თუკი რაიმე მტკიცებულება აქვს, პროკურატურას უნდა წარუდგინოს და გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთის სასამართლომ ტრამპს უარი უთხრა
შემდეგი სტატიაფეისბუქი ფსევდონიმებს დაუშვებს გამონაკლის შემთხვევებში