მანანა კობახიძე: ოპოზიციიდან კოლეგებმა რეგისტრაცია არ გაიარეს, თუმცა დარბაზში იმყოფებოდნენ

rezonansi

პარლამენტში კვორუმის უქონლობის გამო დღეს სხდომის ჩაშლას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები ეხმაურებიან. ისინი აღნიშნავენ, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები დარბაზში იმყოფებოდნენ, თუმცა მათ რეგისტრაცია არ გაიარეს.

პარლამენტის ვიცესპიკერი, მანანა კობახიძე, ასევე აღნიშნავს, რომ დეპუტატების ნაწილი ვირუსის გამო არ იმყოფება პარლამენტში.

“ფაქტობრივი კვორუმი არსებობდა, თუმცა ოპოზიციიდან რიგმა კოლეგებმა რეგისტრაცია არ გაიარეს, თუმცა დარბაზში იმყოფებოდნენ. უნდა გაირკვას იყო თუ არა საპატიო მიზეზით გაცდენები. უმრავლესობამ ჩვენივე დეპუტატებით, უმრავლესობით უნდა შევქმნათ კვორუმი და სხდომის გახსნა უმცირესობის ხმებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული,“- განაცხადა მანანა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაში“ასე ქვეყანას ვერ ააგუგუნებენ”- ირმა ნადირაშვილი პრემიერსა და პარლამენტს მიმართავს
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია: საარჩევნო წელს ასეთი ცვლილებები აღძრავს ეჭვს