მანანა კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ცუდ დღეშია და ეს აისახება „რუსთავი 2“-ზეც

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცუდ დღეშია და ეს აისახება „რუსთავი 2“-ზეც.

როგორც მანანა კობახიძემ ჟურნალისტებს „რუსთავი 2“-ის მიერ ჩატარებულ კვლევებზე კომენტირებისას განუცხადა, საზოგადოებამ დიდი ხანია გაიგო, რის სათავეში დგას „რუსთავი 2“.

„ძალიან ცუდ დღეშია „ნაციონალური მოძრაობა“, ეს აისახება „რუსთავი 2”-ზე და მის დირექტორზეც, რომელიც ასევე ცუდ დღეშია. არასწორი მონაცემებით, გაყალბებით, ცდილობენ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, რაც უკვე სასაცილოა. ყველამ კარგად იცის „რუსთავი 2“-ის ეგზიტპოლებს და გამოკითხვებს არავინ ენდობა, საზოგადოება ძალიან წინ არის წასული“, – განაცხადა მანანა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიMDF: ონლაინ მედიაში გადარიცხული თანხების 98% ქართულმა ოცნებამ დახარჯა
შემდეგი სტატიაშსს-მ ნიკა გვარამიას მიერ მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება დაიწყო