მანანა კობახიძე: მეჭიაურის განცხადება უნდა განვიხილოთ, როგორც ერთი ინდივიდუალური დეპუტატის განცხადება

ჩვენ უნდა განვიხილოთ მეჭიაურის განცხადება, როგორც ერთი ინდივიდუალური დეპუტატის განცხადება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„რა თქმა უნდა არ არის სასურველი და სახარბიელო, როდესაც კონკრეტული დეპუტატის განცხადებების შემდეგ ჩვენ გვიწევს გარკვეული კომენტირება და კიდევ ერთხელ ხაზგასმა იმისა, რაც არის ნამდვილად გადაწყვეტილი. ამ თემის ზედმეტი აჟიტირება საქმეს არ წაადგება. ჩვენ უნდა განვიხილოთ ბატონი მეჭიაურის განცხადება, როგორც მისი ერთი ინდივიდუალური დეპუტატის განცხადება, ისევე როგორც თავის დროზე თოფაძის განცხადებასთან დაკავშირებით გვქონდა ჩვენი დამოკიდებულება”, – განაცხადა მანანა კობახიძემ.

თამაზ მეჭიაურის განცხადებით, ნატო არის აბსურდი და უნდა გაგრძელდეს მოლაპარაკებები რუსეთთან. მისივე თქმით, რუსეთის გარეშე ტეროტორიებს ვერ დავიბრუნებთ.

 

banner
წინა სტატიაში(video) სოზარ სუბარმა უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო
შემდეგი სტატიაგიორგი ვოლსკი:ნატო-ს წევრობა “დღეს და ახლავე” დამაზიანებელია