მანანა კობახიძე გიგა ბოკერიას პასუხობს

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის შეფასებით, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის შეფასებით, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა "ძალიან სერიოზულად მომზადებულია". რაც შეეხება იმას, დაესწრება თუ არა ქვეყნის პირველი პირის მოხსენებას მთავრობა, იმერლიშვილის განმარტებით, სტუმრების მოწვევის საკითხს პარლამენტი წყვეტს, თუმცა მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის წლიური მოხსენება "მათთვის საინტერესო უნდა იყოს". "პრეზიდენტის გამოსვლა არის ძალიან სერიოზულად მომზადებული. პრეზიდენტი მზად არის დებატებისთვისაც, თუმცა ეს პარლამენტის ბიუროს გადასაწყვეტია. რაც შეეხება სტუმრებს, პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, ასეთ შემთხვევაში მოწვეულები არიან, როგორც წესი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და იმედი მაქვს, რომ საელჩოები ისე როგორც შარშან წელსაც ინტერესს გამოიჩენენ და დაესწრებიან ამ შეხვედრას. ჩამოვლენ თუ არა ქუთაისში მთავრობის წევრები ვერ გეტყვით - ყველა სტუმარი, როგორც მინისტრები, ისე დიპლომატიური კორპუსი უნდა მოიწვიოს საქართველოს პარლამენტმა, თუმცა, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო გამოსვლა იქნება და როცა საქართველოს პრეზიდენტი, წელიწადში ერთხელ მიმართვას ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოსახლეობას, ეს საინტერესო უნდა იყოს მათთვისაც", - აღნიშნა იმერლიშვილმა. პრეზიდენტი პარლამენტს ყოველწელიური ანგარიშით მიმდინარე კვირას მიმართავგიგა ბოკერია რომ ფარისეველს გიწოდებს, პასუხი მართლა არ უნდა გასცე, მაგრამ საზოგადოება არ მინდა მოატყუოს, ამიტომ მინდა განვმარტო, თუ რატომ ვისაუბრე ეთერში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე “რუსთავი-2”-ის სარჩელთან დაკავშირებით დეტალურად და რატომ არა ურთმელიძის გადაწყვეტილებაზე. ეს, წესით ბოკერიამაც უნდა იცოდეს, მაგრამ სიმართლის თქმა მისგან წარმოუდგენელია, ამიტომ მე ვიტყვი: “რუსთავი-2 “-ის საკონსტიტუციო სარჩელზე პარლამენტი უშუალო მოპასუხეა, ანუ ჩვენ ვართ პროცესის მხარე, ამიტომ არათუ უნდა ვიცოდე სარჩელი, არამედ მევალება საკანონმდებლო ორგანოს პოზიციების დაცვაც, სწორედ პარლამენტმა უნდა დაიცვას მისივე მიღებული კანონი და თუ ამას არ აკეთებ შეიძლება ეს თანამდებობრივი გულგრილობა ანუ დანაშაულიც კი იყოს, ხოლო სამოქალაქო საქმეზე, სადაც არც მოსარჩელე ვარ, არც მოპასუხე, არც ადვოკატი და არც ექსპერტი, საიდან უნდა ვიცოდე საქმის დეტალები, მითუმეტეს, როცა სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება არც გამოუქვეყნებია ჯერ და როცა გამოაქვეყნებს მე არც არავინ ჩამაბარებს მას! ხოდა, თქვენგან განსხვავებით ბატონო გიგა, როცა მოსამართლეებს, ლამის, განაჩენებს თქვენ უწერდით, მე არ ვიცი და არც მევალება ვიცოდე ურთმელიძემ რა საფუძვლით მიიღო ის გადაწყვეტილება , რაც მიიღო! .ერთი რამ კი ზუსტად ვიცი, თუ ვინმეს რამე იძულებით წაართვეს, ის უნდა დაბრუნდეს და მხოლოდ სამართლებრივი გზით!-აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელს ნოემბრის ბოლომდე მოხსნიან?
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილი:ქიბარ ხალვაში 3 წლის თავზე იმიტომ გამოჩნდა, რომ რუსთავი 2 ხელისუფლებას ჯიბეში ჩაუდოს