მანანა კობახიძე ელისო კილაძეს სასამართლოში ხვალ უჩივლებს

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის შეფასებით, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა

პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე ხვალ გაზეთ ქრონიკა+ს და მის მთავარ რედაქტორს ელისო კილაძეს სასამართლოში უჩივლებს. კობახიძის ინტერესებს ადვოკატი დავით ლანჩავა დაიცავს.

“სარჩელის მიზანია დამტკიცდეს, რომ ქრონიკა +-ის მიერ საჯარო პირის, მანანა კობახიძის წინააღმდეგ გავრცელდა პატივისა და ღირსების შემლახველი, არასწორი, შეგნებული ცილისწამება, რომელიც მიმართული იყო მისი დისკრედიტაციისკენ საზოგადოების თვალში,”- ნათქვამია მანანა კობახიძის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოპასუხეს დაეკისრება სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნების ვალდებულება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ.

banner
წინა სტატიაშისკანდალი-ხვალ „ქრონიკა+“-ში იმ ადამიანის სახელი და გვარი, ასევე, ტელეფონის ნომერი გამოქვეყნდება, ვინც ელისაშვილს მესიჯებს უგზვანიდა
შემდეგი სტატიაელისო კილაძე: ჩხარტიშვილი საქართველოდან ასაბრგებლად ემზადება!