მანანა კობახიძე ჩაშლილ სხდომაზე – ეს არ არის დივერსია

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის შეფასებით, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა

პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით, ის რომ დღეს პარლამენტში სესია ვერ ჩატარდა, განსაკუთრებული არაფერია.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ქვეყანაში საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს და შესაბამისი რაოდენობის დეპუტატების სხდომათა დარბაზში მისვლა საკამაოდ რთულია.
,,ერთი თვით ადრე არჩევნებამდე რთული წარმოსადგენია, რომ პარლამენტი იყოს ქმედუნარიანი. მითუმეტს, რეგლამენტშიც, გაწერილია რომ ერთი თვით ადრე პარლამენტი არ მუშაობს. ეს ჩანაწერი შემთხვევით არ არის. გათვალისწინებულია ის მოცემულობა, რომ მოქმედი დეპუტატები, შესაძლოა ჩართული იყვნენ კამპანიაში. ამიტომ აქ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ეს არ არის დივერსია. ეს არის ჩვეულებრივი საარჩევნო კამპანიის პერიოდი, როდესაც გართულდა შესაბამის რაოდენობის დეპუტატების მოხმობა დარბაზში. ასე , რომ რაიმე დივერსიის და კანონდარღვევის ძიება აქ არასწორია“, – განაცხადა მანანა კობახიძემ.
დღეს პარლამენტის სხდომა კვორუმის უქონლობის გამო ჩაიშალა.

banner
წინა სტატიაში“ნატოში გაწევრიანება არის საქართველოს მოსახლეობის მტკიცე ნება” – გიორგი კვირიკაშვილი
შემდეგი სტატიააფეთქება ნაძალადევის რაიონში – ერთი ადამიანი დაშავდა