მანანა კობახიძე : “ბურჭულაძე მარიონეტია და ის ასრულებს დავალებებს”

გირჩისა და პაატა ბურჭულაძის განხეთქილებაზე კომენტარი გააკეთეს უმრავლესობაშიც. მანანა კობახიძე აბსურდულს უწოდებს პაატა ბურჭულაძის განცხადებებს იმის შესახებ, რომ გირჩს ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს.

„საერთოდ ან რისთვის შეიყარნენ, ან რისთვის გაიყარნენ. მე მგონია, რომ ბურჭულაძე ასრულებს დავალებებს, მარიონეტია სამწუხაროდ. ხან გვარამია აძლევს დავალებებს, ალბათ სააკაშვილიც აძლევს, რაღაც დავალებებს იღებს როგორც ჩანს, მაგრამ ნაკლებ საინტერესოა ეს ყველაფერი. კომიკური სიტუაციია უბრალოდ. ალბათ მხოლოდ თვითონ დარჩება ბოლოს ამ პარტიაში,”-აცხადებს მანანა კობახიძე.

რაც შეეხება ბურჭულაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ გირჩს ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს მანანა კობახიძე, ინფორმაციას „სისულელეს“ უწოდებს.

banner
წინა სტატიაში“ის რაც გავრცელდა არის სრული მონაჩმახი”-ირმა ნადირაშვილი ფარულ ჩანაწერებზე საუბრობს
შემდეგი სტატიაინგოროყვას კლინიკის ბაზაზე, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი გაიხსნა