მანანა კობახიძე ადასტურებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ მისი კანდიდატურა განიხილება

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის შეფასებით, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი მანანა კობახიძე ადასტურებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე მისი კანდიდატურა განიხილება.

„გიდასტურებთ, რომ ჩემი კანდიდატურა განიხილება ამ ვაკანტურ თანამდებობზე. კონსულტაციები დასრულებულია და შეგიძლიათ მიმართოთ ამ საკითხზე კომპეტენტურ ადამიანს, მამუკა მდინარაძეს“, – აღნიშნა კობახიძემ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის განცხადებით, საკონსტიტუციო მოსამართლის არჩევის ერთ-ერთი კრიტერიუმი უმრავლესობის მხარდაჭერა იქნება.

„უახლოეს საათებში ან დღეებში გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას მიიღებთ. ვცდილობთ, წარვადგინოთ ისეთი კანდიდატურა, რომელიც ობიქტური და პროფესიონალი მოსამართლე იქნება. ერთ-ერთი კანდიდატი მანანა კობახიძე იქნება“, – აღნიშნა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიხანძარი ბაგებში – დაზარალებულია ერთი ოჯახი
შემდეგი სტატიავოლსკის ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე რამდენიმე ადამიანის კანდიდატურა განიხილება