მანანა კობახიძე: 1,18 ლარად ადამიანების ნორმალურად გამოკვება წარმოუდგენელია

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის შეფასებით, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა

“1,18 ლარი ადამიანის გამოსაკვებად აბსოლუტურად არასაკმარისად და არაშესაბამისად მიმაჩნია”,- ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მანანა კობახიძემ რიმა ბერაძის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ სოციალურად დაუცველთა სასადილოებში დღეში ერთხელ ადამიანის გამოსაკვებად 1 ლარი და 18 თეთრი საკმარისია.

„მიმაჩნია, რომ 1,18 ლარი აბსოლუტურად არასაკმარისად და შეუსაბამოა. არ ვიცი ის სამზარეულო, თავშესაფარი, სადაც ადამიანების საკვებით უზრუნველყოფა ხდება. არ ვიცი, როგორ ახერხებენ ამ თანხაში მათ დღიურად გამოკვებას. ჩემთვის ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. საინტერესოა, თავად რას იტყვიან, ყოფნის თუ არა 1,18 ლარი შესაბამისი კალორიებით ადამიანების ნორმალური საკვებით გამოკვებას. მე ეს უბრალოდ არარეალურად მიმაჩნია.

ვიმეორებ, რომ ჩემთვის ცოტა წარმოუდგენელი რამ არის, თუ საუბარია ნორმალურ კვებაზე. თუ მხოლოდ პურზე და წყალზეა საუბარი? არ ვიცი, ვერ გეტყვით. ჩემთვის ნამდვილად გაუგებარია და ვერც იმას ვხვდები, საიდან არის გამოთვლილი ეს თანხა”,- განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატმა რიმა ბერაძემ უმწეოთა ერთჯერადი სადილის მენიუ გამოაქვეყნა.

“რუსთავი 2”-ზე გასულმა გუშინდელმა სიუჟეტმა, რომელიც ეხებოდა სოციალურად დაუცველთა ერთჯერადად კვებას ცხელი სადილით, სადაც ტენდერის პირობებით გათვალისწინებულია 1. 18 თეთრი, გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა.

“ამასთან დაკავშირებით, თქვენ გეძლევათ საშუალება გაეცნოთ მენიუს, რომელშიც სრულად არის მოცემული სპეციალისტების მიერ შემუშავებული სადილის ერთჯერადი ნორმა. ვცდილობთ ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს არსებული მდგომარეობა”,- წერს რიმა ბერაძე ფეისბუქზე, რომელსაც თან მენიუს ფოტოსაც ურთავს.

რიმა ბერაძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან საუბარში აღნიშნა, სოციალურად დაუცველთა სასადილოებში დღეში ერთხელ ადამიანის გამოსაკვებად 1 ლარი და 18 თეთრი საკმარისია და ტენდერის პირობების გადახედვას ამის გამო საკრებულოს უმრავლესობა არ აპირებს.

წყარო: www.ipress.ge

banner
წინა სტატიაშიმართლმადიდებელი ეკლესია ხვალ მათე მოციქულის ხსენების დღეს აღნიშნავს
შემდეგი სტატიანარინჯისფერ კვირეულში სუხიშვილები ჩაერთვნენ