მამუკა მდინარაძე – პრეზიდენტთან შეხვედრაზე ორად ორ საკითხზე ვისაუბრებთ, რომელზეც თანხმდებოდა აბსოლუტურად ყველა

პრეზიდენტთან შეხვედრაზე ორად ორ საკითხზე ვისაუბრებთ, რომელზეც თანხმდებოდა აბსოლუტურად ყველა, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რაკი პრეზიდენტის მხრიდან შეხვედრის კონკრეტული დრო და ადგილი დასახელდა, უმრავლესობა, რა თქმა უნდა, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს.

“შეხვედრაზე ორად ორ საკითხზე ვისაუბრებთ, რომელზეც თანხმდებოდა აბსოლუტურად ყველა – ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პრეზიდენტი. ვენეციის კომისიის ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად, ამას ჩვენც დავეთანხმეთ, რაც ასევე პოზიტიურად აისახა ვენეციის კომისიის დასკვნაში. ახლა პრეზიდენტს შეუძლია გამოიყენოს თავისი უფლებამოსება ამ ორ საკითხთან დაკავშირებით – ჩვენ ამას გავიზიარებთ ან ეს მოხდება ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენივე საკანონმდებლო ინიცირებით, ოღონდ ამ პროცესს გაცილებით დიდი დრო დაჭირდება. შესაბამისად, პრეზიდენტს შეუძლია ან შეასრულოს პოზიტიური როლი, ან არ გაითვალისწინოს ამ ორ საკითხთან დაკავშირებული უპრეცედენტო კონსესუსი, რაზეც მთელი ამ ხნის განმავლობაში თავადაც ბევრს საუბრობდა,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მმართველი უმრავლესობა ახალმიღებულ კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელებას აპირებს, რომლის ფარგლებში ე.წ. ბონუსის სისტემის გაუქმება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბლოკების დაშვება იგეგმება. “ქართული ოცნება“ პრეზიდენტს სთავაზობს, ვეტო საკონსტიტუციო ცვლილებებზე სწორედ ამ ორი საკითხის გათვალისწინებით გამოიყენოს.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე იტალიის რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილეს შეხვდა