მამუკა მდინარაძე: პრემიერი ,,სატელევიზიო პოლიტიკოსებს” გულისხმობდა

ქართული ოცნების ფრაქციის ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძის თქმით, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა. მდინარაძის განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილი გულისხმობდა იმ ადამიანებს, რომელებიც ჩამოყალიბდნენ სატელევიზიო პოლიტიკოსებად ანუ საუბარი იყო ნაციონალური მოძრაობის ლიდერებზე.

„ეს რეფორმები საჭიროა იმისათვის, რომ გამოწვევებს ვუპასუხოთ. როდესაც რეგიონში არის სავალუტო ფონდის პროგნოზი, რომ მოსალოდნელი 2,3,4%-იანი ზრდა, ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს, რომ ჩვენ ვიყოთ ლიდერები,“ – აცხადებს მდინარაძე.

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ მთავრობის მიერ დაანონსებული ოთხპუნქტიანი გეგმა და რეფორმების პაკეტი სწრაფ ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს.

banner
წინა სტატიაშისერგო რატიანი: თითოეულ ჩვენგანს ჩაუძვრებიან ჯიბეში და ამოუღებენ თანხას
შემდეგი სტატია“დადგება ბატონი კვირიკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი, რასაც მე მხარს დავუჭერ ნამდვილად”