მამუკა მდინარაძე : ყველაზე ლოგიკურია “პატრიოტთა ალიანსმა” მოხსნას კანდიდატურა

პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტმა დღეს კენჭი თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურებს უყარა, თუმცა ხმები გაიყო. ირაკლი აბესაძემ 9-ის ნაცვლად 8, ემზარ კვიციანმა კი 5 ხმა მიიღო. კომიტეტის სხდომა ირაკლი სესიაშვილმა დეპუტატებისადმი მიმართვით დაიწყო და უმრავლესობის წევრებს მოუწოდა, მხარდაჭერა ირაკლი აბესაძისთვის გამოეცხადებინათ.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, არსებობს პოლიტიკური შეთანხმება იმის შესახებ, რომ 15 კომიტეტიდან 12-ში თავმჯდომარის მოადგილე უნდა იყოს ნაციონალური მოძრაობის წევრი, დანარჩენ სამ კომიტეტში კი პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელი.

აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე საუბრობს.

“ძალიან რთულია დაარწმუნო ქართული ოცნების წარმომადგენლი, რომ მან ხმა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს მისცეს, ეს არის ყველაზე რთული საკითხი. ჩვენ შევეცდებით, რომ პატრიოტთა ალიანსის წევრები დავარწმუნოთ, რომ თავიანთი კვოტა არის 3 და პროპორციულად ასე ნაწილდება. ყველაზე ლოგიკურია, პატრიოტთა ალიანსმა გადადგას ეს ნაბიჯი და მოხსნას თავისი კანდიდატურა. ეს დაიცვას სამართლიანობის პრინციპს და ყველაფერი დალაგდება თავის ადგილზე. რა თქმა უნდა, შიდა კონსულტაციებსაც ვგეგმავთ ამასთან დაკავშირებით,“ – განაცხადა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაში„მნიშვნელოვანია, ოკუპაციის პრობლემატიკა საერთაშორისო დღის წესრიგში აქტიურად იყოს წარმოდგენილი“- პრეზიდენტი
შემდეგი სტატიაგიგი წერეთელი : “ამ მთავრობაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ”