მამუკა კუდავა:მიგრაციის კომისარი ავრამოპულოსი თბილისში მალე ჩამოვა

evropa da saqartveloევროკომისიამ თავისი საქმე/დანაპირები გააკეთა და გამოაქვეყნა შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლაზე დოკუმენტი. მაგრამ კიდევ დარჩა პროცედურები – ევროპარლამენტი და მინისტრთა საბჭო.
ჩემი ინფორმაციით, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურიდან მაქვს, ყველა ამ პროცედურას რამდენიმე თვე დაჭირდება და წესით საზაფხულო არდადეგებამდე ანუ აგვისტომდე უნდა დასრულდეს. მაგრამ ევრობიუროკრატები არ გამორიცხავენ, რომ გაიწელოს შემოდგომის პერიოდში შემდეგი მიზეზებით – მიგრაციის დიდი ტალღა, ზოგიერთი ქვეყნის ზედმეტად გადატვირთულობა საკუთარი პრობლემებით თუ სხვა მოულოდნელი მოვლენებით.
მოკლედ, დღეს ვერავინ იტყვის რაიმეს დარწმუნებით. ამ საკითხებზე ისაუბრებს მიგრაციის კომისარი ავრამოპულოსი, რომელიც თბილისში მალე ჩამოვა.
ამიტომ ქართველი პოლიტიკოსების მიერ ზუსტი თარიღის დაბეჯითებით დაანონსება არაა სწორი, რადგან შეიძლება გამოიწვიოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა ან გულაცრუება. ყველა ვარიანტში, დიდი ხანი არ დარჩა ნანატრი ისტორიული გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე და მის რეალურ განხორციელებამდე-აცხადებ საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, პოლიტიკურ ცენტრ„გირჩის“წევრი მამუკა კუდავა.

banner
წინა სტატიაში“ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს თანხმობის შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ პროცესი დასრულდა”
შემდეგი სტატიაგერმანიაში დაკავებულ კოლუმბიელს სილიკონის ძუძუებში ერთი კილო კოკაინი უპოვეს