მამუკა კუდავა: ბავშვურად აღშფოთებული ვარ

kudavaსაერთაშორისო დიდოსტატის, ნანა ალექსანდრიას სახელობის ჭადრაკის ფესტივალისათვის სახელის შეცვლას და მისთვის “ფოთის საერთაშორისო ფესტივალი” -ის სტატუსის მინიჭებას ახალი პოლიტიკური ცენტრი “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა კუდავა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ეხმაურება და პოსტს უძღვნის: “ალბათ 10 წლის ვიყავი, როცა ჭადრაკის სასახლეში წრეზე მოსიარულე ბავშვი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს ძლივს დავესწარი ვერის (კიროვის) პარკის გაძეძგილ დარბაზში. ამიტომ შევედი ჭადრაკზე, რომ კუმირებად ქართველი ქალები მიმაჩნდნენ. მსოფლიო ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე ტიტულს იცავდა ნანა ალექსანდრიასთან. კარგად მახსოვს, რომ სიამაყის გრძნობა მთლიანად საქართველოში არანაკლები იყო, ვიდრე დინამოს მოგება ევროპის თასების თასზე. ფრედ დამთავრდა, მაგრამ მაიამ გაიმარჯვა, რადგან ნანას უნდა მოეგო 1 ქულით მაინც. მიუხედავად ამისა, მთელი ქვეყანა ბედნიერი იყო, ჩემპიონობა მაინც აქ რჩებოდა.

კიდევ ერთი ჩემი კუმირი, ლეგენდა ნონა გაფრინდაშვილი რომ ჩემი აზრით არასწორი მიმართულებით ჩაერთო პოლიტიკაში, მეწყინა. თუმცა, ის ჩემთვის ყოველთვის მსოფლიო დონის ქართული ბრენდი და აღტაცება იქნება.

ხოდა, დღეს გავიგე, რომ ფოთის ჭადრაკის ტურნირი რა არის არც ვიცი მაგრამ, ნანა ალექსანდრიას სახელი გაუუქმეს თურმე.

ბავშვურად აღშფოთებული ვარ, თქვე უსახურო და უტრადიციო გადაწყვეტილების მიმღებებო. როგორ შეიძლება ასე გაფლანგოთ სამშობლოს ისედაც მწირი ცნობადობა და პოლიტიკას გადააყოლოთ ყველაფერი? პარტიული ბარათით დაიბადეთ თუ გაღმაც პარტბილეთი გინდათ წაიღოთ? და ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონები ნონა და მაიაც რომ არ არიან თქვენი პარტიის წევრები, ხომ არ ვუჩივლოთ ფიდე-ში და ჩამოვართვათ მედლები?” – წერს კუდავა (სტილი დაცულია).

შეგახსენებთ, რომ ნანა ალექსანდრია “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას დედაა.

banner
წინა სტატიაშიგუკა რჩეულიშვილი დაკავებულია
შემდეგი სტატიაიტალიაში მატარებლების შეჯახებისას მემანქანე გადარჩა