მამუკა კაციტაძე პრეზიდენტზე – ორი კურდღლის მადევარი ვერც ერთს ვერ დაიჭერსო

ერთი ანდაზა გამახსენდა, ორი კურდღლის მადევარი ვერც ერთს ვერ დაიჭერსო, – ასე გამოეხმაურა “ახალი მემარჯვენეების ლიდერი მამუკა კაციტაძე პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციაზე ხელის მოწერას.

მისი თქმით, გაუგებარია არგუმენტები, რის საფუძველზეც მან ხელი მოაწერა კონსტიტუციას.

“რა აქვს მხედველობაში პრეზიდენტს და მისი ხელმოწერით, რატომ უნდა დაიწყოს რევოლუცია საქართველოში ვერ ვხვდები. ნახევრად ხუმრობით, ერთი ანდაზა გამახსენდა, ორი კურდღლის მადევარი ვერც ერთს ვერ დაიჭერსო, რადგან თან გინდა იყო პრინციპული, თან გინდა იყო თანმიმდევრული, თან ამავდროულად კონსტრუქცივიზმის გაზავება გინდა ამ ყველაფერში, ბოლოს იღებ ვერაფერს. როგორც ჩანს კონსტიტუციით მარტო ვენეციის კომისია არაა გაწბილებული. ბევრი გაწბილდა ამ ფაქტით”, – განაცხადა კაციტაძემ.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი : პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციურ პროექტზე ხელმოწერა სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იყო
შემდეგი სტატიაუვადოდ გამწესებული მოსამართლეების ვინაობა დღეს გახდება ცნობილი