მამუკა გორგოძე საუკეთესო მორაგბედ დაასახელეს

საქართველოს ეროვნული ნაკრების და “ტულონის” მორაგბე, მამუკა გორგოძე მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

ბრიტანულმა გამოცემებმა, მამუკა, ასევე, იმ გუნდის კაპიტნად დააყენეს, რომელიც ახალ ზელანდიას მოუგებდა.

“მამუკა იმ უიშვიათესი მორაგბეების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებთაც არანაირი შიში არ აქვთ. და დიახ, სწორედ ასეთი ადამიანები შეძლებენ ზელანდიის ნაკრების დამარცხებას”, – წერს The Guardia-ი.

შეგახსენებთ, რომ გორგოძე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მიერ ჩატარებულ აბსოლუტურად ყველა შეხვედრაში საუკეთესოდ დაასახელეს და მათ შორის, ახალი ზელანდიის წინააღმდეგაც.

 

წყარო: www.fexburti.ge

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია: “თბილისობის” გამართვა ერთ მილიონზე ოდნავ მეტი დაჯდა
შემდეგი სტატიაროულინგი: ჰარი პოტერზე ხუთ ფილმს გადაიღებენ