მამუკა ბახტაძემ მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაასახელა

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივლისი 12, 2018 09:59

მამუკა ბახტაძემ მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა დაასახელა. მთავრობაში სამი ახალი მინისტრია: განათლების და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი იქნება, ფინანსთა მინისტრის- ივანე მაჭავარიანი და ეკონომიკის მინისტრი – გიორგი ქობულია იქნება. მინისტრთა კაბინეტში იქნებიან: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი. იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი; საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი. თავდაცვის მინისტრი – ლევან იზორია შინაგან საქმეთა მინისტრი – გიორგი გახარია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – დავით სერგეენკო. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – ქეთევან ციხელაშვილი.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივლისი 12, 2018 09:59

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


2,159
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics