მამუკა ბახტაძემ გიგა ბოკერიას შეკითხვას – „ხვალ და ზეგ ივანიშვილი რომ მოვიდეს და გითხრათ გადადექითო, როგორ მოიქცევით?“

საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას პრემიერ მინისტრობის კანდიდატს, მამუკა ბახტაძეს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჰკითხა: „ხვალ და ზეგ ივანიშვილი რომ მოვიდეს და გითხრათ გადადექითო, როგორ მოიქცევით?“

პრემიერობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ ბოკერიას ასე უპასუხა: „ქართულ ოცნებას ჰყავს პოლიტიკური გუნდი და ასეთ გადაწყვეტილებებს ღებულობს გუნდი და არა ბიძინა ივანიშვილი“.

ბოკერიამ კიდევ ორჯერ ჰკითხა ბახტაძეს: „ის [ბიძინა ივანიშვილი] თუ დაგიბარებთ და გეტყვით – გადადექითო, როგორ მოიქცევით?“

ბახტაძემ კიდევ ერთხელ უთხრა ბოკერიას, რომ „ერთი პიროვნების მიერ ასეთი გადაწყვეტილება არ მიიღება“.

banner
წინა სტატიაშისოფო კილაძე – მაჩალიკაშვილის საქმეზე ჭეშმარიტება უნდა დადგინდეს
შემდეგი სტატიადავით დონდუა : ჟენევის მოლაპარაკებების დროს რუსულ მხარესთან არჩილ ტატუნაშვილის ორგანოების გადმოცემის საკითხზე ვისაუბრებთ