მამუკა ბახტაძე – შალვა თადუმაძე არის უაღრესად კეთილსინდისიერი და ძალიან პრინციპული ადამიანი

ჩემი შეფასებით, შალვა თადუმაძე არის უაღრესად კეთილსინდისიერი და ძალიან პრინციპული ადამიანი, – ამის შესახებ პრემიერ – მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დღეს საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორის პოსტზე შალვა თადუმაძის კანდიდატურა შეარჩია. პრემიერ-მინისტრმა მთავარი პროკურორობის კანდიდატს წარმატება უსურვა.

„ჩემი შეფასებით, შალვა თადუმაძე არის უაღრესად კეთილსინდისიერი და ძალიან პრინციპული ადამიანი. ბოლო პერიოდში ის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი იყო, მანამდე კი, 2012 წლიდან მოყოლებული, მთავრობის საპარლამენტო მდივანი და უმნიშვნელოვანესი რეფორმების განხორციელებისთვის შესაბამისი საკანონმდებლო პროცესების უშუალო მონაწილე გახლდათ. ის სარგებლობს ძალიან მაღალი რეპუტაციით როგორც პროფესიულ, ისე სამეცნიერო წრეებში. მინდა მას პარლამენტში წარდგენის და დამტკიცების პროცესში წარმატებები ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, ის ღირსეულად გაართმევს თავს ამ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი – წლის ბოლომდე სხვადასხვა უწყების ავტოპარკი დაახლოებით 1000 ავტომობილით შემცირდება
შემდეგი სტატია“დარწმუნებული ვარ, დამნაშავე კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს” – პრემიერი ხადაში მომხდარ სასტიკ მკვლელობას ეხმაურება