მამუკა ბახტაძე : საზოგადოება გუშინ საღამოს კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ საქართველოს მთავრობა სახელმწიფოებრივი აზროვნებით ხელმძღვანელობს

საქართველოს მთავრობა და პოლიტიკური ხელმძღვანელობა თავის გადაწყვეტილებებში მართლაც სახელმწიფოებრივი აზროვნებით ხელმძღვანელობს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ამას მიუთითებს გუშინ საღამოს განვითარებული მოვლენები.

ამასთან, მინისტრმა პოლიციის თანამშრომლებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადაუხადა.

„ვფიქრობ, ეს არის კიდევ ერთი ნათელი დასტური იმისა, რომ საქართველოს მთავრობა და პოლიტიკური ხელმძღვანელობა თავის გადაწყვეტილებებში მართლაც ხელმძღვანელობს სახელმწიფოებრივი აზროვნებით. ვფიქრობ, რომ ქართული საზოგადოება გუშინ საღამოს კიდევ ერთხელ დარწმუნდა ამაში.

მსურს განვაცხადო, რომ ჩვენთვის მთავარი მონაპოვარი სიტყვის თავისუფლება და სიტყვის გამოხატვის თავისუფლებაა და ჩვენ ვართ ამ პრინციპების ერთგული. ამასთან, დემოკრატიულად არჩეული ნებისმიერი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია მათი მოქალაქეების სიცოცხლე“, – აღნიშნა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაშიმარგველაშვილი : მე არ ვდუმვარ, ჩემი წარმომადგენლები ფაქტობრივად 24-საათიან რეჟიმში აკვირდებოდნენ აქციას
შემდეგი სტატიაზვიად ძიძიგური : ფრაქცია „კონსერვატორები“ ნარკოტიკების ყოველგვარი დეკრიმინალიზაციის წინააღმდეგია