მამუკა ბახტაძე – საერთაშორისო სავალუტო ფონდი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ეკონომიკის განვითარების 4-პუნქტიან გეგმას

საქართველოს მთავრობის მიერ გაცხადებული, ეკონომიკის განვითარების 4-პუნქტიანი გეგმა სრულად თანხვედრაშია იმ პარამეტრებთან, რომელიც შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ,,გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი საქართველოს პროგრამის პირველი მიმოხილვის შეფასებისას განაცხადა.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, 6 დეკემბერს საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – ეს არის „გაფართოებულიდაფინანსების მექანიზმის“ პროგრამის პირველი მიმოხილვის სრული მხარდაჭერა.

„ეს არის პირდაპირი გზავნილი იმისა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გაცხადებული, ეკონომიკის განვითარების 4 პუნქტიანი გეგმა არის სრულიად თანხვედრაში იმ პარამეტრებთან, რომელსაცსაქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდი უყენებს. თვითონ დოკუმენტში აღნიშნულია ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტები, რომელსაც ეფუძნება ეს პროგრამა და შესაბამისად, ის პარამეტრები,რომლებიც ჩვენ 2018 წლის ბიუჯეტში ჩავდეთ – ეს არის ინკლუზიური ზრდა. ამავე დოკუმენტში აღნიშნულია ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იმისა, რომ ჩვენი საგარეო პოზიცია მნიშვნელოვნადააგაუმჯობესებული, განსაკუთრებით ეს ეხება ექსპორტის ზრდას და საქართველოს მთავრობა ბუნებრივია, გააგრძელებს ამ მიმართულებით დამატებითი პროექტების განხორციელებას. აქვე მინდა აღვნიშნოის ფაქტი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი მიენიჭება 2018 წელს ფისკალურ კონსოლიდაციას, ესეც ახალი მიდგომა იქნება. ამასთან, ერთად აღნიშნულია, რომ უნდა გაგრძელდეს ისსტრუქტურული რეფორმები, რომლებიც ჩვენ შევათანხმეთ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. ეს არის მრავლისმომცველი პროგრამა. ერთხელ ვიმეორებ, მთავარი გზავნილი ამ დოკუმენტით არის ის,რომ განვითარების 4-პუნქტიან გეგმას აქვს სრული მხარდაჭერა. უფრო მეტიც პირველ მიმოხილვაზე დადებითი პასუხი აღმასრულებელმა საბჭომ მიიღო, რაც ნიშნავს, რომ ფორმალური საბჭოს ჩატარებაარ სჭირდება. თუ პრაქტიკაში ნახავთ, რომ სულ რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც აღმასრულებელი საბჭო ფორმალური საბჭოს გარეშე იღებდა ამ გადაწყვეტილებას და ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს,რომ ის პარამეტრები, რომლებიც ჩვენ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შევათანხმეთ, არის ძალიან ჯანსაღი და ძალიან ამბიციური“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ გუშინ მხარი დაუჭირა სამწლიანი პროგრამის პირველი მიმოხილვის დასრულებას.

banner
წინა სტატიაშიტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინური ენის კვლევითი ცენტრი გაიხსნა
შემდეგი სტატიათბილისის მერია განცხადებას ავრცელებს