მამუკა ბახტაძე – ნატო-ს სამიტისგან საკმაოდ მნიშვნელოვანი მოლოდინები გვაქვს

საკმაოდ მნიშვნელოვანი მოლოდინები გვაქვს ნატო-ს სამიტისგან; ჩვენ ძალიან ბევრი რეფორმა განვახორციელეთ ამ გზაზე და დარწმუნებული ვარ, ჩვენი მეგობარი ქვეყნები ამ მიმართულებით არსებულ პროგრესს ჯეროვნად შეაფასებენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბრიუსელში მიმდინარე ნატო-ს სამიტთან დაკავშირებით განაცხადა.

პრემიერმა სამიტს ისტორიული მნიშვნელობის მქონე უწოდა და აღნიშნა, რომ ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოსა და ნატო-ს ურთიერთობაში, როდესაც საქართველო ამ ფორმატებს ესწრება.

„ამავე დროს, ამ ფორმატს დაესწრება ნატო-ს ყველა წევრი ქვეყანა ლიდერების დონეზე. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ეს არის პირველი შემთხვევა და აღნიშვნა იმ ფაქტისა, რომ საქართველოსა და ნატო-ს ურთიერთობა გადავიდა ახალ ეტაპზე. ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ასევე პირველად, საქართველოს თემატიკა განიხილება ცალკე ფორმატში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მინდა, ჩვენს ყველა მეგობარ ქვეყანას გადავუხადო მადლობა, რომ აღნიშნული ფორმატი შედგა და ის ტრადიციული გახდება. ჩვენ გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი მოლოდინები ნატო-ს სამიტისგან. ჩვენ ძალიან ბევრი რეფორმა განვახორციელეთ ამ გზაზე და დარწმუნებული ვარ, ჩვენი მეგობარი ქვეყნები ჯეროვნად შეაფასებენ იმ პროგრესს, რაც ჩვენ გვაქვს ამ მიმართულებით“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაში“დარწმუნებული ვარ, დამნაშავე კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს” – პრემიერი ხადაში მომხდარ სასტიკ მკვლელობას ეხმაურება
შემდეგი სტატიაარჩევნების მეორე ტურში ოპოზიციონერი კანდიდატისთვის მხარდაჭერა – არასაპარლამენტო ოპოზიციაში განსხვავებული მოსაზრება აქვთ