მამუკა ბახტაძე : მცირე მეწარმეებთან დაკავშირებული რეფორმა, შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო ეკონომიკის ისტორიაში უპრეცედენტო პრაქტიკის დაწესებას გულისხმობს

ჩვენი ამოცანაა, რომ მთლიან შიდა პროდუქტში მნიშვნელოვანად გავზარდოთ საშუალო და მცირე ბიზნესის წილი, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა ახალი რეფორმა, რომელიც გულისხმობს მცირე მეწარმეობის წახალისებას საქართველოში. ჩვენი ამოცანაა, რომ მთლიან შიდა პროდუქტში მნიშვნელოვანად გავზარდოთ საშუალო და მცირე ბიზნესის წილი. აღნიშნული რეფორმა გულისხმობს უპრეცედენტო პრაქტიკის დაწესებას, შეიძლება ითქვას, მსოფლიო ეკონომიკის ისტორიაში. ჩვენ შევამცირებთ გადასახადებს 5-ჯერ მცირე მეწარმეებისთვის. კერძოდ, ჩამოვალთ 5% -დან 1% -იან ნიშნულამდე და ამასთან ერთად, მცირე მეწარმის სტატუსს მიიღებს ყველა ფიზიკური პირი, რომლის წლიური შემოსავალი არ აღემატება ნახევარ მილიონ ლარს. ესეც არის 5-ჯერ გაზრდა არსებული 100 ათასიანი ნიშნულისა. აღნიშნული რეფორმა წარმოადგენს ახალი ტალღის ნაწილს და ბუნებრივია, აღნიშნულ რეფორმას მოჰყვება სხვა ახალი საგადასახო ინიციატივები”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის ნაციონალურ ტექნიკურ უნივერსიტეტს და სტუ-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი : მივმართავ საქართველოს მოქალაქეებს, ნუ გავწირავთ იმ ისტორიულ მიღწევას, რასაც ევროპასთან უვიზო რეჟიმი ჰქვია