მამუკა არეშიძე – მიხეილ სააკაშვილი აქ რომ ყოფილიყო, ასეთ ქმედებას ვერავინ გაბედავდა

იდუმალებითაა მოცული თუ ვინ მფარველობდა ახმედ ჩატაევს

ექსპერტი მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, “ნაციონალურ მოძრაობაში” სიტუაციას სრულად ვეღარ აკონტროლებს და პარტიაში თავი ადამიანურმა ამბიციებმა იჩინა.

ექსპერტის აზრით, იმ პირებს, რომლებმაც “ნაციონალური მოძრაობა” დატოვეს, არ სურთ, ასოცირდებოდნენ იმ ადამიანებთან, რომლებსაც საზოგადოების წინაშე დანაშაული აქვთ ჩადენილი.

მამუკა არეშიძე არ გამორიცხავს, რომ გიორგი ვაშაძის მსგავსად, პარტია სხვა პირებმაც დატოვონ.

“გიორგი ვაშაძე რომ იგივე იდეოლოგიის მატარებელი იქნება, ეს ფაქტია. უნდა დავაკვირდეთ ვაშაძის საორგანიზაციო მუშაობას, რას იზამს, არ არის გამორიცხული, რომ მას სხვებიც მიყვნენ. გიგა ბოკერიამ “ნაციონალურ მოძრაობაში” ძალაუფლების უზურპაცია მოახდინა, ასევე პარტიაში ახალი სახეების მიყვანის პროცესი შეზღუდულია. არ გამოვრიცხავ, რომ სხვა პარტია შეიქმნას, (რომელიც იგივე იდეოლოგიის გამტარებელი იქნება), თუმცა სხვა ადამიანებით იყოს დაკომპლექტებული, ვგულისხმობ იმ ადამიანებს, რომლებსაც საზოგადოების წინაშე ჩადენილ დანაშაულში ნაკლები წვლილი მიუძღვით. მგონია, რომ გიორგი ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის ნდობით აღჭურვილ პირად დარჩება. ასევე “ნაციონალური მოძრაობაში” მყოფი სხვა პირებიც მიხეილ სააკაშვილის ნდობით აღჭურვილნი არიან, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთმანეთის სჯერათ და ერთად ყოფნა უნდათ. ნუ დაგვავიწყდება, რომ მიხეილ სააკაშვილი აქ არ არის და აქედან გამომდინარე, სიტუაციას სრულად ვეღარ აკონტროლებს. ამიტომაც ხდება პარტიაში ასეთი რყევები. მიხეილ სააკაშვილი აქ რომ ყოფილიყო და დაკავებული ყოფილიყო პარტიული ცხოვრებით, ასეთ ქმედებას ვერავინ გაბედავდა. ახლა მას არ სცალია. აქედან გამომდინარე, პარტიაში თავი ადამიანურმა ამბიციებმა იჩინა. ბევრი, ვინც პარტიიდან წავიდა, არ უნდა ასოცირდებოდეს იმ ადამიანებთან, რომლებსაც დანაშაული აქვთ ჩადენილი”,- განაცხადა მამუკა არეშიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიორგი ვაშაძემ პარტიიდან წამოსვლის შესახებ განცხადება გააკეთა. გიორგი ვაშაძე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დატოვების მიზეზად გიგა ბოკერიას, გოკა გაბაშვილის, მიხეილ მაჭავარიანისა და ხათუნა გოგორიშვილის დახურულ, კაბინეტურ მმართველობას ასახელებს.

banner
წინა სტატიაშინატოს ევროპაში ახალმა მეთაურმა მოწოდება გააკეთა “აღორძინებულ რუსეთს” წინ აღუდგნენ
შემდეგი სტატია,,თუ ოდესის ხაზია, შესაძლოა თაქთაქიშვილი, კანდელაკი, მინაშვილი აღმოჩნდეს ამ შემადგენლობაში”