მამუკა ანთაძის მამა:მე რომ მეგონა, ისე არ არის საქმე და არც თქვენ რომ გგონიათ

“მიმართვა საქართველოს”- სკანდალური ვიდეომასალა, რომელიც გუშინ გავრცელდა, მასში 4 ქართველი მონაწილეობს და საქართველოს მისამართით 12-წუთიან ვიდეოში არაერთ მუქარას აჟღერებენ.

ვიდეოში ერთ-ერთი მამუკა ანთაძეა. მას ვიდეოში არ უსაუბრია. მისი მამა, თამაზ ანთაძე, კი ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს.

თამაზ ანთაძემ თოქ-შოუ არჩევანში ჯერ განაცხადა, რომ მისი შვილი, მამუკა ანთაძე, თურქეთში სამუშაოდ წავიდა. შემდეგ კი განაცხადა, რომ მამუკა სტამბულში სწავლობდა. ამის შემდეგ კი აღნიშნა, რომ მის შვილს მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არასდროს დაუდასტურებია.

მამუკა ანთაძის მამა აცხადებს, რომ მისთვის არავის დაუდასტურებია, რომ მისი შვილი სირიაში იმყოფება.

“ჩემთვის არავის დაუდასტურებია, რომ ისინი სირიაში იმყოფებიან. ნებისმიერ ადგილზე შეიძლება გადაიღო ასეთი ვიდეო,” – აცხადებს თამაზ ანთაძე.

“მე რომ მეგონა, ისე არ არის საქმე და არც თქვენ რომ გგონიათ, ისე,” – ეს იმ მიმოწერის შინაარსია, რომელიც თოქ-შოუ არჩევანში საუბრის დროს მამუკა ანთაძის მამამ გაიხსენა.

ანთაძე ასევე ამბობს, რომ, როდესაც მისი შვილი თურქეთში გადადიოდა, საზღვარზე ისიც ჩაიყვანეს.

“მაშინ მითხრეს მე, რომ ჩემი შვილი საეჭვო ადამიანებთან იყო ურთიერთობში და, თუ მე დავადასტურებდი და ვიქნებოდი თანახმა მის გაშვებაზე თურქეთში, ისინი გაუშვებდნენ. მე ვიცოდი, რომ ის სამუშაოდ მიდიოდა და ამაში ეჭვი არ მეპარებოდა,” – აცხადებს მამუკა ანთაძის მამა.

banner
წინა სტატიაშიISIS-ის წევრის, ბადრი ირემაძის, დედა: წერილში ეწერა მივდივარ სამუდამოდო
შემდეგი სტატიაობამა და ოლანდი სირიაში ავიადარტყმების გაძლიერებაზე შეთანხმდნენ