მამუკა ახვლედიანის სარჩელი-სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს

????????????????????????????????????

სააპელაციო სასამართლოში დღეს მამუკა ახვლედიანის საქმეზე გადაწყვეტილება უნდა გამოცხადდეს. საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე თანამდებობიდან უკანონო გადაყენებას აპროტესტებს. მისი სარჩელი თანამდებობაზე აღდგენის შესახებ პირველმა ინსტანციამ არ დააკმაყოფილა. ახვლედიანი არ გამორიცხავს, რომ სააპელაციომაც ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღოს. საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე სამართლებრივი დავის გაგრძელებას სტრასბურგის სასამართლოში გეგმავს.

„მე არ ვაპირებ ამ ტიპის სასამართლოში ვიმუშაო, ეს არის უბრალოდ სირცხვილი და დღეს მიმაჩნია, რომ ყველა, ვისაც მოწონს ამ ტიპის სასამართლო, ის არის იურიდიული პროფესიის სირცხვილი. წმინდა ტრაფარეტულად მიმდინარეობს ეს პროცესი, კიდევ ერთხელ იმის დასამატკიცებლად, რომ ეს უნდა მივიდეს სტრასბურგის სასამართლომდე, რომ იქნეს შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული სტრასბურგის სასამართლოში. აქაური სასამართლოს გადაწყვეტილება ფიზიკურად ვერაფერს შეცვლის,“ – აცხადებს მამუკა ახვლედიანი.

banner
წინა სტატიაში“ბავშვთა სამყაროს” დემონტაჟი სავარაუდოდ დღეს დაიწყება
შემდეგი სტატიაპრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებებს სამ სახელმწიფოში საქართველოს ელჩების დანიშვნის შესახებ