თბილისის საქალაქო სასამართლომ, საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის მოსამართლის წინაშე მოწმის სახით დაკითხვასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ახვლედიანი დღეს, 13:00 საათზე დაიკითხება.
შსს-ს ინფორმაციით, ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერი უწყვეტი და ავთენტურია. ახვლედიანსა და გვარამიას შორის საუბრის ფარული ჩანაწერი 2016 წლის ოქტომბერს 3 ოქტომბერს გავრცელდა.
ამავე დღეს გამართულ ბრიფინგზე „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესთან საუბარი ფარულად მან ჩაიწერა, ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ვერსია კი, აღნიშნული საუბრის ჩანაწერის დამონტაჟებული ვერსიაა.