მამუკა ახვლედიანი არ გამორიცხავს, რომ მას მოსამართლეობაც დაატოვებინონ

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაყენებული თავმჯდომარე, მამუკა ახვლედიანი, არ გამორიცხავს მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნაც დაიწყოს და მას მოსამართლის მანტიაც დაატოვებინონ.

ამის შესახებ ახვლედიანმა გადაცემა არჩევანში ისაუბრა და თქვა, რომ მისი თავმჯდომარეობიდან გადადგომის საკითხის სამართლიანობის შესწავლასაც გეგმავს.

„რა მოტივაცია იყო ჩემი მოსამართლედ დატოვებაზე, არ ვიცი. თუმცა, თავიდანვე მოსამართლეობიდან გაშვებაზეც იყო მცდელობა, მაგრამ მე მაშინ დასაბუთებული პასუხი გავეცი და მიხვდნენ, რომ ეს შორი გზა იქნებოდა. რატომღაც ძალიან ჩქარობდნენ ჩემს გადაყენებას, არ ვიცი რატომ, არ ვიცი, რა გარიგება მოხდა მათ შორის, მაგრამ არაფერს გამოვრიცხავ. ამ ადამიანებმა რა ნაბიჯებიც გადადგეს ამის შემდეგ, ყველა ნაბიჯი არის მოსალოდნელი,“ – აცხადებს მამუკა ახვლედიანი.

banner
წინა სტატიაშილევან მურუსიძე მამუკა ახვლედიანის ბრალდებებს სპეკულაციას უწოდებს
შემდეგი სტატიარუსეთის წარმომადგენელს ეუთოს უსაფრთხოების ფორუმზე დარბაზში მხარდამჭერი, პრაქტიკულად, არ აღმოაჩნდა