მამუკა ახვლედიანი – მე-5 მოწვევის საკრებულო დავით ნარმანიას და მისი მთავრობის უპირობო ნოტარიული კანტორა იყო

სამწუხაროდ, მე-5 მოწვევის საკრებულოს შეიძლება დაერქვას მხოლოდ და მხოლოდ ერთი სახელი – ეს იყო დავით ნარმანიას და მისი მთავრობის უპირობო ნოტარიული კანტორა, – ასე აფასებს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი წევრი მამუკა ახლედიანი დედაქალაქის მეხუთე მოწვევის საკრებულოს განვლილ სამუშაო პერიოდს.

მამუკა ახლედიანის თქმით, ამ მოწვევის საკრებულო იმდენად სუსტი იყო, რომ თბილისის მერიიდან გადმოგზავნილ ზოგიერთ მნიშვნელოვან საკითხზე ოპოზიციასთან ოპონირების გაწევა ვერ შეეძლო. ამასთან, ახვლედიანმა მე-6 მოწვევის საკრებულოს ახალ თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძეს წარმატებები უსურვა. ახლედიანი მიიჩნევს, რომ თუკი გიორგი ტყემალაძე ვინმეს გავლენის ქვეშ არ მოექცევა, ის დაკისრებულ მოვალეობას თავს კარგად გაართმევს.

“თბილისის საკრებულო ვერ დადგა მოწოდების სიმაღლეზე და ვერც ერთ გადაწყვეტილებას, რომელიც თბილისის მერიიდან იქნა გადმოგზავნილი და იწვევდა საზოგადოების და ოპოზიციის აღშფოთებას, ვერ ან არ შეეწინააღმდეგა. კულუარულ საუბრებში უმრავლესობის დეპუტატები ძალიან ხშირად გვეთანხმებოდნენ, თავს გვიქნევდნენ, რცხვენოდათ, მაგრამ ხმამაღლა ხმის მიცემისა და გადაწყვეტილეების დროს ამას ვერ აფიქსირებდნენ. ამ საკრებულოს დადებითი ჰქონდა ერთი რამ, როდესაც ჩვენ, ოპოზიციურმა ფრაქციამ გაერთიანება და ინტერფრაქციული ჯგუფის შექმნა შევძელით, ეს იყო ძალიან კარგი. შევძელით, რომ საკრებულოს სხდომებზე ერთობლივი გადაწყვეტილებები მიგვეღო და ერთობლივად შევწინააღმდეგებოდით უმრავლესობას. ერთობლივად გავასაჩივრეთ მოსამართლე ნატა ნაზღაიძეზე და ყოფილ პრემიერ-მინისტრე ბიძინა ივანიშვილზე მიწის გადაცემის საკითხი. ეს თანამშრომლობა ოპოზიციურ სპექტრში შედგა, სამწუხრად ვერ შედგა უმრავლესობასთან, რაც ძალიან ცუდია.

მე არ ვიქნები ამ მოწვევის დეპუტატი და მინდა ახალ შემადგენლობას წარმატება ვუსურვო. უპირველეს ყოვლისა, ახალ თავმჯდომარეს მინდა მივულოცო თავმჯდომარის პოსტზე დასახელება. ვფიქრობ, გიორგი ტყემალაძე არის საკმაოდ პროფესიონალი თავისი საქმის და ეს ამ საკრებულოს მუშაობაში ჩანდა. მასთან დიდი ხნის კოლეგიალური ურთიერთობა მაკავშირებს, თუმცა ვიყავით ოპონენტები. მინდა ვუსურვო ერთადერთი რამ თბილისის საკრებულოს, თუმცა ეჭვი მეპარება, რომ ასე მოხდეს, რომ ის არ იყოს ყურმოჭრილი მონა და მსახური კახა კალაძის და მისი მთავრობის”, – განაცხადა ახვლედიანმა.

დღეს, თბილისის მე5 მოწვევის საკრებულო ამ შემადგენლობით ბოლო სხდომას გამართავს. სხდომას “ევროპული საქართველო დაესწრება, თუმცა არ დაესწრება “ნაციონალური მოძრაობა”

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკას ეწვევა
შემდეგი სტატიაბაჩო ახალაია – გოგა არ იქნება ბოლო პოლიტპატიმარი საქართველოში