მამის ტყვეობაში მყოფი 8 ბავშვი – საქმის შესწავლა სახალხო დამცველმა დაიწყო

ახალხო დამცველი იმ რვა ბავშვის ბედით ინტერესდება, რომლებსაც მამა უკვე წლებია სახლიდან არ უშვებს და სკოლაში სწავლას და თანატოლებთან კონტაქტსაც კი უკრძალავს.

საქმის შესწავლა უკვე დაიწყეს ომბუდსმენის სვანეთის ოფისის წარმომადგენლებმა.

სახალხო დამცველის თქმით, აუცილებელია საკითხის შესწავლაში ჩაერთოს სოციალური სამსახური და მოხდეს ბავშვის ინტერესებზე დაყრდნობით ინდივიდუალური საჭიროებების გამოვლენა.

ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ამ ეტაპისთვის აქცენტი სოციალურ სამსახურზე უნდა გაკეთდეს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ჩაერთოს შს სამინისტროც.

“რა თქმა უნდა, ყველა ბავშვს აქვს უფლება, რომ მიიღოს განათლება, მათი განვითარების უფლება არის გარანტირებული კანონმდებლობით, რაც მოვისმინეთ ერთი შეხედვით ნამდვილად ჩანს, რომ ადგილი აქვს ბავშვთა უფლებების შეზღუდვას და ოჯახში ძალადობასაც, რაც გამოიხატება იმით, რომ მათ შეზღუდული აქვთ განათლების და განვითარების შესაძლებლობა,“ – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ სვანეთში მამის მიერ შვილების შინაპატიმრობაში გამოკეტვის ფაქტზე, იძულების მუხლით გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიაე.წ. პიჯაკების საქმეზე ადვოკატმა ქუცნაშვილის თიანეთში ქეიფის ანგარიშის მტკიცებულებად დაშვება მოითხოვა