”რესპუბლიკური პარტიის” მოთხოვნას, მეჭიაურის, ჯაჭვლიანის და თოფაძის პარტიიდან და ფრაქციიდან გარიცხვის თაობაზე, სოსო ჯაჭვლიანი გამოეხმაურა. მან ”რესპუბლიკელებს” მოუწოდა, სხვა პარტიის საქმიანობაში არ ჩაერიოს.
”გუშინ მოვისმინე ფრაზა ”ყველამ თავის მამიდას მოუაროსო” და ისე გავმხიარულდი ეს რომ მოვისმინე, მეტი რომ არ შეიძლება. მამიდაჩემს ჰქვია ძალიან მაგარი საყვარელი სახელი დოლი ჯაჭვლიანი – უპატიოსნესი ქალია, ძალიან მაგარი ქალია. ამიტომ ყველამ დაასახელოს თავისი მამიდის სახელები და გვარები, მოუარონ თავიანთს მამიდებს და ნუ ერევიან სხვისი პარტიის საქმეში”, – განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა.