მამია ალასანიასა და გურამ გაბესკირიას ცხედრები იდენტიფიცირებული და გადმოსვენებულია – სუბარი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ინფორმაციით, მამია ალასანიასა და გურამ გაბესკირიას ცხედრები იდენტიფიცირებული და გადმოსვენებულია:

საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკი, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის განყოფილების უფროსი 1986–1988 წლებში, მამია ალასანია და სოხუმის მერი, პოლკოვნიკი გურამ გაბესკირია 1993 წლის 27 სექტემბერს​, სოხუმის დაცემის დღეს ​აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელთან, ჟიული შარტავასთან ერთად, ალყაში მოქცეული დახვრიტეს. მათი საფლავების მდებარეობა დღემდე უცნობი იყო.

სუბარის ინფორმაციით, ალასანიასა და გაბესკირიას გარდა, გადმოსვენებულია ​აგრეთვე, არშაველ შენგელიას, ვახტანგ გეგელაშვილის, არჩილ პაპუაშვილის, ბადრი ბერუაშვილის, გოჩა მაჩაიძის, ალექსანდრე ფარცვანიას, გოჩა თათრიშვილის, გენადი ლიპარტელიანისა და თეიმურაზ ჯორბენაძის, სულ 25 ადამიანის ცხედრები.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ დეკანოზ მამალაძის კიდევ ორი ადვოკატი დაიბარა
შემდეგი სტატია“დაე, ჩემით დაიწყოს და გაგრძელდეს ეკლესიაში განწმენდა”- მეუფე პეტრე სინოდზე მივიდა